ძველი პირადობის მოწმობები და არჩევნების გაყალბების რისკები - ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს განმარტებებს სთხოვს
ძველი პირადობის მოწმობები 2023 წლის არჩევნებისთვის - იზრდება თუ არა გაყალბების შანსები ძველი პირადობის მოწმობებით - საპარლამენტო ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს განმარტებებს სთხოვს.
დეპუტატი ხათუნა სამნიძე დაინტერესდა სტატისტიკური მონაცემებით, რამდენი ადამიანი ფლობს ძველ პირადობის მოწმობებს და რას აპირებს სამინისტრო, რომ ახალი პირადობის მოწმობების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს. სამნიძის შეფასებით, ეს გამოწვევა შესაძლოა გახდეს მანიპულაციის საბაბი.
არის თუ არა სტატისტიკა, რამდენ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობა და სარგებლობს ძველი პირადობის მოწმობით, გაქვთ თუ არა ასევე სტატისტიკა, რა არის ამის საფუძველი, რას აპირებს სამინისტრო და რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანამედროვე პირადობის მოწმობა, როგორ უყურებთ ამ გამოწვევას, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს მანიპულაციის საგანი და გაყალბების ტექნიკა,“ - ამბობს სამნიძე.
იუსტიციის მინისტრს გამოსავალს სთავაზობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.
თუ გაქვთ რაიმე შეთავაზება იმისა, რომ თუნდაც ეს ძველი ბარათები დაიბეჭდოს ისეთი ფორმით, რომ მას რაღაც უნიკალური მახასიათებლები გააჩნდეს ისეთ, რომელიც გამორიცხავს საარჩევნო მიზნებისთვის რაიმე ტიპის მანიპულაციას,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.