რამდენ ქართველ რუსეთის მოქალაქეს არ მიეცით მოქალაქეობა? - ბოტკოველი იუსტიციის მინისტრს

17.11.23 15:30
რამდენ ქართველ რუსეთის მოქალაქეს არ მიეცით მოქალაქეობა? - ბოტკოველი იუსტიციის მინისტრს

"რამდენ ქართველ რუსეთის მოქალაქეს არ მიეცით მოქალაქეობა" - ამ კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართა.

მინისტრის საათის ფორმატში მისულ ბრეგაძეს დეპუტატმა სტატისტიკური მონაცემების დასახელებისკენ მოუწოდა. როგორც ბოტკოველი ამბობს ეთნიკურად ქართველებს მოქალაქეობას არ აძლევენ, ეს პრობლემა კი თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ საქართველოს მთავრობის მხრიდან.

მაინცდამაინც შეფერხება რატომ აქვთ ქართველ ეთნიკურად ქართველ რუსეთის მოქალაქეებს და ასეთია ასეულობით ადამიანი, რომელსაც ეზღუდება და თქვენ არ აძლევთ საქართველოს მოქალაქეობას იმისგან განსხვავებით, რომ რუსეთის მოქალაქეებს, როგორც კომპანიების რეგისტრაციაში, ასევე მოქალაქეობის მინიჭებაში ასე უცბად და სხვადასხვა გადაწყვეტილებაში უწყობთ ხელს. ეს ციფრები რომ გვითხრათ, რამდენ ქართველ რუსეთის მოქალაქეს არ მიეცით ეს უფლება,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები