მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი - ბოკუჩავა

17.11.23 16:25
მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი - ბოკუჩავა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა.

თინა ბოკუჩავა მოითხოვს, მგალობლიშვილს ჩაუტარდეს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები "რუსული ოცნების" კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ.  დღეს ასეთ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია პოზიცია საპარლამენტო დებატებისას, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური, პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება საპარლამენტო სხდომათა დარბაზში. 

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს, კოლეგა-დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. პირადად გია ვოლსკის მივმართავ, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე". - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანი წითლიძე კი ლევან მგალობლიშვილისთვის სანქციის დაწესებას ითხოვს.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოს ქალებთან ასე შეუძლიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩვენთვის მგალობლიშვილს, რომ ვინმეს შეშინებოდა ან ვინმეს უკან დაეხია, მაგრამ ამით ისინი აჩვენებენ საკუთარ სისუსტეს და ამით აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ და არ გააჩნიათ არგუმენტები, გადადიან ამაზე და აჩვენებენ, რომ არიან სრულ ისტერიკაში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, თუ ეს ნამდვილად არის პარლამენტი, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი.“ - განაცხადა ანა წითლიძემ

"ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას შეაგინა.  მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც დეპუტატის მაგიდასთან მისულ ანა წითლიძეს, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი მოუქნია.

თინა ბოკუჩავა სიტუაციის გამძაფრებაში დაადანაშაულა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც დღევანდელ სასესიო სხდომას ხელმძღვანელობს

 

მსგავსი სიახლეები