"გინება არ გეშლებათ რა, რა ამბავია, 4 ადამიანი გადგათ თავზე" - ვოლსკი წითლიძეს
"თქვენზე მეტყველებს თქვენი საქციელი... იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ, დამშვიდდით", - ამ სიტყვებით მიმართა რატი ბრეგაძემ ენმ-ის წევრ ანი წითლიძეს. პარლამენტში დაპირისპირება და კამათი გრძელდება.
„ქალბატონო ანი, მე სრულიად მშვიდად ვარ და თქვენ ღელავთ და იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ, დამშვიდდით,“ - მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.
წითლიძე "ოცნების" წევრის ლევან მგალობლიშვილის მხრიდან გინებას აპროტესტებდა დარბაზში, რა დროსაც გიორგი ვოლსკიმ დეპუტატს მიმართა:
„გინება არ გეშლებათ რა, რა ამბავია, 4 ადამიანი გადგათ თავზე, ქალბატონო ანი,“ - ამიმართა ვოლსკიმ წითლიძეს.
რატი ბრეგაძემ ანი წითლიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენების გამო გააკრიტიკა.
ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ერთი სიტყვა არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, თქვენი იყო კი, უბრალოდ თქვენ ყოველთვის სარგებლობთ ერთი რამით, რომ თქვენი ხმა დარბაზიდან არ ისმის, თუმცა აქ მედიაც არის, გაიგებდა თქვენს ეპითეტებს. ეს თქვენზე მეტყველებს. მე არ მანაღვლებს, ვისზე რა შეფასებას გააკეთებთ," - მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.