პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ Le Monde-სთან - "ოცნების" ახალ თავდასხმებს ზურაბიშვილი პასუხის ღირსადაც არ თვლის
არც ერთი სიტყვა და არანაირი რეაქცია - ასე შეხვდა სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ახალ თავდასხმებს Le Monde-თვის მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ. პრეზიდენტი დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა, თუმცა კობახიძის გუნდი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. ივანიშვილის პუტინის მოკავშირედ გამოცხადების შესახებ, არაფერს ამბობს არც პრეზიდენტის ძმაც. ხმაურიანი ფრანგული ინტერვიუ თბილისში ამ დრომდე განხილვის მთავარი საგანია.
ზურაბიშვილმა ივანიშვილს მსოფლიოს გასაგონად უკვე უწოდა რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი, რომელიც პუტინის ომის მხარდამჭერია.