როდის გადაიყვანენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში? - ბრეგაძის პასუხი დეპუტატებს

17.11.23 17:19
როდის გადაიყვანენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში? - ბრეგაძის პასუხი დეპუტატებს

როდის გადაიყვანენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში? - იუსტიციის მინისტრი ექიმების რეკომენდაციას ელოდება.

მინისტრის საათის ფარგლებში მისულმა რატი ბრეგაძემ დეპუტატების კითხვების პასუხად აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღებს. 

როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში, იმიტომ, რომ საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის, სხვა არაფერი," - ამბობს რატი ბრეგაძე. 

მსგავსი სიახლეები