დაგიორგანიზებთ ზრდილობის გაკვეთილებს... ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც ამბობთ - ბრეგაძე
"დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ პირადად გაჩუქებთ დიდ წამზომს," - ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
პარლამენტში მისულმა რატი ბრეგაძემ ოპოზიცია "უზრდელობაში" დაადანაშაულა. მან პერსონალურად მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას და ზრდილობა დაუწუნა.
უბრალოდ ცუდია, რომ ეს ადამიანები ვერ მიეჩვივნენ კონსტრუქციულად საუბარს და იყენებენ ასეთ უზრდელურ ეპითეტებს, კარგი იქნება დაგიორგანიზებთ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზრდილობის გაკვეთილებს და თქვენ პირადად გაჩუქებთ დიდ წამზომს. აუცილებლად შეგისრულებთ ამას, რომ ტყუილებით არ ილაპარაკოთ და დაუკვირდით სიტყვებს, ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება.
ქალბატონო თინა, ძალიან მაგარი ხართ, ყოჩაღ. ქალბატონო თინა, მე დავბრძანდები თუ აქ ვიქნები, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, როცა დავასრულებ პასუხს, მაშინ დავჯდები, ამის შესახებ მე თქვენთან არ ვაპირებ საუბარს. მე მოგიწოდებთ, რომ იყოთ ზრდილობიანი, სირცხვილია და ელემენტარულად ქალის ლექსიკაში არ ჯდება ის სიტყვები, რასაც ამბობთ თქვენ, ქალბატონო თინა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რა პარტიას წარმოადგენთ თქვენ, რა რეზოლუციაზე გაქვთ ხელი მოწერილი თქვენი პარტიის მესვეურების მეშვეობით,“ - თქვა რატი ბრეგაძემ.