შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმს რუსეთი გამოეთიშა - "ოცნება" კიევში არჩასვლის მიზეზებზე ისევ დუმს

17.11.23 17:36
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმს რუსეთი გამოეთიშა - "ოცნება" კიევში არჩასვლის მიზეზებზე ისევ დუმს

რატომ არ ჩავიდა "ქართული ოცნება" კიევში - ამ დრომდე კობახიძის საპარლამენტო გუნდს განმარტებები არ გაუკეთებია. ამ დრომდე არ ვიცით რეალური მიზეზი, რის გამოც, "ოცნებამ" ტრადიცია დაარღვია და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე დასწრებაზე უარი თქვა. დღევანდელ ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი გამოეთიშა ამ ფორუმს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს არის დემარში, რომელიც კობახიძის საპარლამენტო გუნდმა რუსეთის სოლიდარობის გამო გამოაცხადა.

ამ ეტაპზეც სწორედ იმიტომ, პროტესტის ნიშნად არ ჩავიდა რუსული ოცნება კიევში, რომ ისინი პრორუსულ პოლიტიკას ირჩევენ, თავს ესხმიან მუდმივად ზელენსკის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ზელენსკის. სავარაუდოდ, საერთოდ აღარ იქნება ამ ფორუმის ნაწილი რუსეთი და ალბათ, რუსეთის სოლიდარობის ნიშნად რუსულმა ოცნებამაც მონაწილეობა არ მიიღო,“ - ამბობს ბოკუჩავა.

სიახლე არ არის, იცით, რომ ერთადერთხელ იყო პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში და ამის მერე ოფიციალური პირები არ ყოფილან უკრაინაში და არ დაუფიქსირებიათ მხარდაჭერა და განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი მასშტაბით, შინაარსით, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობა აქ აუცილებელი იყო, მითუმეტეს უკრაინაში და ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ხდება უკრაინაში მსგავსი ვიზიტების ჩაგდება,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები