მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ საკითხზე - ბესელია პრეზიდენტზე

17.11.23 17:57
მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ საკითხზე - ბესელია პრეზიდენტზე

მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ საკითხზე - ასე ეხმაურება პრეზიდენტის Le Monde-თვის მიცემულ ინტერვიუს ეკა ბესელია.

ბესელია ამბობს, რომ ყველა სათქმელს დრო და გარემოება ამწიფებს და არ უკვირს იმ თავდასხმის, რაც ამ ზურაბიშვილის განცხადებებს "ოცნების" მხრიდან მოჰყვა.

ყველა სათქმელს რაღაცნაირად ამწიფებს გარემოება, დრო, ვითარება. ახლა იმდენად კრიტიკული ფაზაა ქვეყნისთვის, როდესაც საქართველომ გადაწყვეტილება უნდა მოისმინოს ევროპული საბჭოსი. მას უფრო ღია და მწვავე ტექსტით მოუწევს საუბარი ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის ინტერეს. მე ეს არ მიკვირს და არც ის არ მიკვირს, ასეთი გავეშებული შეტევა რომ იყო პრეზიდენტის მიმართ", - განაცხადა ბესელიამ.

ზურაბიშვილმა Le Monde-თვის მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ივანიშვილს მსოფლიოს გასაგონად უკვე უწოდა რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი, რომელიც პუტინის ომის მხარდამჭერია. 

მსგავსი სიახლეები