პრეზიდენტმა ივანიშვილს პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა - "ოცნება" ზურაბიშვილს ციხით ემუქრება

17.11.23 20:07
პრეზიდენტმა ივანიშვილს პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა - "ოცნება" ზურაბიშვილს ციხით ემუქრება

 

 

პრეზიდენტმა ივანიშვილს პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა. 5 წლიანი დუმილი დარღვეულია და სალომე ზურაბიშვილი ვა ბანკზე მიდის. ის, რაც დღემდე არ უთქვამს, ყველაფერი ფრანგული მედიის მეშვეობით  მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა. "დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის" -  პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ფსონს რუსეთის გამარჯვებაზე დებს და აზროვნებს როგორც რუსი ოლიგარქი, მისი თანხმობის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები არ მიიღება, მათ შორის, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - ამბობს ზურაბიშვილი. 

ოლიგარქზე ღია შეტევას "ოცნებაში" აშკარად არ ელოდნენ. აკადრეს ყველაფერი, რისი კადრებაც შეიძლებოდა. "გაბოროტებული, მდაბიო, მავნებელი" - ქვეყნის მთავარსარდლის შეურაცხყოფებით დღეს ხელისუფლებამ ყველა ზღვარი გადალახა და ყველა რეკორდი მოხსნა. "ოცნებაში" ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო დაამცირდება სახელმწიფოს მეთაურს. ბოლო აკორდი კი პირდაპირი მუქარა იყო. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს სააკაშვილის ბედის გაზიარებას და  ციხეს უწინასწარმეტყველებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები