"ოცნების" დეპუტატი გადამალული ქონება? - ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ დეკლარაციაში ხარვეზია
ტექნიკური ხარვეზი თუ განგებ გადამალული ქონება? - "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის შემოსავალიც და უძრავი ქონებაც დეკლარაციაში არ მოხვდა. ირმა ზავრადაშვილი თავს იმით იმართლებს, რომ მის დეკლარაციაში არსებული ცარიელი გრაფები უბრალო ხარვეზია, თუმცა ფაქტია, რომ კანონმდებლის მიერ შევსებულ დოკუმენტში არ მოხვდა უძრავი ქონება, მისი მეუღლის ბიზნესი და ხელფასიც კი. არადა, დეპუტატის ქმარი პრემიერის მრჩეველია და კანონით ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება.
ირმა ზავრადაშვილი იშვიათი გამონაკლისი არ არის, რადგან გადამალულ ქონებაზე "ოცნების" წევრებს პასუხს არავინ სთხოვს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.