"პოლარიზაცია კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად" - ჰერჩინსკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

18.11.23 10:57
"პოლარიზაცია კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად" - ჰერჩინსკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პოლარიზაციის დასრულების გარეშე, გზა ევროკავშირისკენ რთულად სავალი იქნება. პაველ ჰერჩინსკი ქართულ პოლიტიკურ ელიტას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ევროკომისიის მიერ ახალი დათქმების და რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მთავარი პირობა უცვლელია. თუ ქვეყანას მართლაც უნდა ევროპის ნაწილი სრულფასოვნად გახდეს, ამისთვის  ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ევროპელი დიპლომატი ფიქრობს, რომ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული: ხელისუფლება,  პრეზიდენტი,  ოპოზიციაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხი.

პოლარიზაცია არის ის, რაც გამოიკვეთა წარსულში, როგორც ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და ახლაც თუ თქვენ შეხედავთ იმ ცხრა საფეხურს, რომელიც წინა კვირას ევროპის კომისიამ განაცხადა. პოლარიზაცია რჩება კვლავ მთავარ გამოწვევად. ევროპასთან შეერთება ძალიან რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველანაირი პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებას და თანამშრომლობას რადგან თითოეული წევრი დიდ როლს თამაშობს მათ შორის პრეზიდენტი, მთავრობა, პრემიერ მინისტრი, ყველა მინისტრი, ოპოზიცია, მოსახლეობა და მედია. ეს პროცესი მოითხოვს ყველა ადამიანის გაერთიანებას და მუშაობას საერთო მიზნისკენ სწრაფვისთვის".- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები