ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო! თვითონ მოიხადოს ბოდიში - მგალობლიშვილის პირველი კომენტარი
"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს და ამბობს, რომ თინა ბოკუჩავამ აქეთ პირველმა უნდა მოუხადოს ბოდიში, რადგან, დეპუტატი ამტკიცებს, რომ ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ტუტუცურად მოიქცა და ასეთი საქციელი ქალს არ შეშვენის.
მგალობლიშვილი ანა წითლიძესთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ მიკროფონის მოქნევა ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ განხორციელებული აგრესიით იყო განპირობებული.
ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ვვარჯიშობ და არ ვსვამ, ძალიან იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მოხდა უზრდელობა, ტუტუცობა, რაც ქალს არ შეშვენის და მეც შეიძლება, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გამოგვიწიეს, ეს კარგად გამოსდით. ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი. ნუ ახლა პასტას რომ მოგარტყამენ თვალში შეიძლება, გამწარდეთ თქვენც - აღნიშნა მგალობლიშვილმა.
"ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, დეპუტატ ანა წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.
"ნაბიჭვარო, დედას შე&&, გააჯ&& აქედან", - ამ სიტყვებით მიმართა მგალობლიშვილმა ბოკუჩავას.
მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც დეპუტატის მაგიდასთან მისული ანა წითლიძის მისამართით ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონის სროლა დააპირა.