BBC: "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 22 წლის ბიჭის დაღუპვა დადასტურდა
"ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კიდევ ერთი პირის დაღუპვა დადასტურდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კლემენს ფელიქს მთენგა იყო ერთ-ერთი იმ ორი ტანზანიელიდან, რომელიც 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა. როგორ დაიღუპა 22 წლის მძევალი, ჯერჯერობით უცნობია.
ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძევლის ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მუშაობენ იმისთვის, რომ მისი ცხედარი სახლში გადაასვენონ.