ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს - პეტრე ცისკარიშვილი მგალობლიშვილზე

18.11.23 12:10
ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს - პეტრე ცისკარიშვილი მგალობლიშვილზე

ენმ-ში ლევან მგალობლიშვილის დასჯას ითხოვენ. პეტრე ცისკარიშვილის თქმით,  პარლამენტში სამომავლოდ მსგავსი ფაქტების აღკვეთა თავად "ოცნების" ინტერესში უნდა შედიოდეს.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სწორედ დაუსჯელობის სინდრომმა მოიტანა ის, რომ დეპუტატები პარლამენტში ნასვამ მდგომარეობაში მიდიან.

დაუსჯელობის სინდრომმა და დაცვამ მოიტანა ის, რომ ადამიანები, დეპუტატები ამ შემთხვევაში შემოდიან საპარლამენტო დარბაზში ნასვამ მდგომარეობაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ და პირდაპირ, ფიზიკურ, სიტყვიერ ძალადობაზე გადადიან. შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული ყველანაირი ზომა, ეს პირველ რიგში მათივე "ოცნების" ინტერესში შედის, რომ აღკვეთილ იქნას მომავალში მსგავსი რაღაცები, რომ მათ გაატარონ შესაბამისი ზომები და დაისაჯოს ეს ადამიანი". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

 "ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, დეპუტატ ანა წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია.

"ნაბიჭვარო, დედას შე&&, გააჯ&& აქედან", - ამ სიტყვებით მიმართა მგალობლიშვილმა ბოკუჩავას. 

მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც დეპუტატის მაგიდასთან მისული ანა წითლიძის მისამართით ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონის სროლა დააპირა. 

მსგავსი სიახლეები