შევახსენებთ ხონის მერს, ის არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, მოგვაწოდოს დასაქმებული ადამიანების სია - ცამციშვილი აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე

18.11.23 12:27
შევახსენებთ ხონის მერს, ის არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, მოგვაწოდოს დასაქმებული ადამიანების სია - ცამციშვილი აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე

შევახსენებთ ხონის მერს, ის არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, მოგვაწოდოს დასაქმებული ადამიანების სია - იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუროკრატია გაზრდილია.

ცამციშვილის თქმით,  შეუძლებელია დასაქმებული ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში, ამიტომაც სიას ითხოვს.

“აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში იმდენად არის ბიუროკრატია გაზრდილი, რომ რიგ შემთხვევაში შეუძლებელია ეს ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში და მათი უზრუნველყოფა ხდებოდეს კომპიუტერული ტექნიკით და ოთახებით. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების სახელების და გვარების მოწოდებას, რაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უარს გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში ეს ადამიანები ზოგი საერთოდ არ არსებობს, ან მათი უმრავლესობა საარჩევნოდ არის მოსყიდული “ქართული ოცნების” მიერ საბიუჯეტო სახსრებით და მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სასამართლოშიც გვაქვს საქმე შეტანილი, რომ საკრებულოს წევრი ვალდებულია იცოდეს ამ ადამიანების სახელი და გვარები, ასევე მერიაა ვალდებული, რომ საკრებულოს წევრს მიაწოდოს ამ ადამიანების სია. შევახსენებთ ქალაქის მერს, რომ ეს არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მისი საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია ვალდებულია მოგვაწოდოს.” - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის მუნიციპალიტეტში იმდენად გაზრდილია ბიუროკრატიაში დასაქმებულთა რიცხვი, რომ რიგ შემთხვევებში თანამშრომლებს სამუშაო ოთახებიც არ აქვთ. მერია საკრებულოს წევრებს უარს ეუბნება დასაქმებულთა რაოდენობის და სახელების და გვარების მოწოდებაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზვიად ჩიმაკაძემ ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 

ამავე დასკვნის მიხედვით ადმინისტრაციული პერსონალი ხონის თვითმმართველობაში 2014 - 2019 წლებში 25 პროცენტით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურება 71 პროცენტით.

მსგავსი სიახლეები