ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, "ოცნების" ლიდერებმა ისევ პროევროპული ნარატივით საუბარი დაიწყეს - პრეზიდენტი "ფრანს 24"-თან

18.11.23 13:36
ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, "ოცნების" ლიდერებმა ისევ პროევროპული ნარატივით საუბარი დაიწყეს - პრეზიდენტი "ფრანს 24"-თან

ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ მმართველი ძალის ლიდერებმა ისევ პროევროპული ნარატივით საუბარი დაიწყეს - საქართველოს პრეზიდენტმა Le Monde-სთან გაკეთებული მიცემული სკანდალური განცხადებების შემდეგ, ინტერვიუ ამჯერად "ფრანს 24"-ს მისცა.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ანტიდასავლურ განცხადებებზე კომენტარსაც კი აღარ აკეთებს. ფრანგი ჟურნალისტი კი გაკვირვებას ვერ მალავს, რადგან როცა პრეზიდენტს ევროპული ვიზიტების გამო პრემიერი სასამართლოში უჩივის, პარალელურ რეჟიმში თავად მაკრონთან ერთად ფოტოებზე პოზირებს.

სულ მცირე ისინი მეთანხმებოდნენ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი  და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტად ამირჩიეს, ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერის დამსახურება იყო მაგრამ უპირველესად ეს დამსახურებაა ხალხის, რომელიც არის და იყო პროევროპული, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. სწორედ ამიტომაც, ეს მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, დავაჩქარო, ხელი შევუწყო საქართველოს ევრო ინტეგრაციის პროცესს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ვიტყოდი, რომ სწორედ ამ ნაბიჯის შემდეგ მმართველი ძალის ლიდერებმა დაიწყეს ისევ პროევროპული ნარატივით საუბარი". - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები