ოკუპირებულ ბიჭვინთაში პუტინი რეზიდენციებს მოაწყობს - ბჟანია ადასტურებს, რომ შენობები რუსეთს საკუთრებაში გადაეცემა

18.11.23 14:59
ოკუპირებულ ბიჭვინთაში პუტინი რეზიდენციებს მოაწყობს - ბჟანია ადასტურებს, რომ შენობები რუსეთს საკუთრებაში გადაეცემა

ოკუპირებულ ბიჭვინთაში ვლადიმერ პუტინი რეზიდენციებს მოაწყობს. ასლან ბჟანია ადასტურებს, რომ აგარაკებზე არსებული შენობები რუსეთს საკუთრებაში გადაეცემა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამ განცხადებით ფაქტობრივად ამბობს, რომ მიტაცებულ ქართულ მიწაზე რასაც გააკეთებენ ყველაფერი აგრესორი ქვეყნის საკუთრება იქნება. 

რაც შეეხება ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკს. ლაპარაკი არ არის, რუსეთისთვის მიწის გადაცემაზე, არამდე მხოლოდ შენობა-ნაგებობების გადაცემაზე. ლაპარაკია, ამ შენობების რეკონსტრუქციაზე. ეს შენობები, ისედაც რუსეთის უვადო და უფასო სარგებლობაშია და 2009 წლიდან რუსეთის ფედერაცია სისტემატურად აყენებს საკითხს, ამ ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ეს პოლიტიკური საკითხიცაა, რადგან, ჩვენ ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა ვართ და რადგან რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ამ აგარაკზე არა ერთხელ ყოფილა ვლადიმირ პუტინი, მას სურს აქ მოაწყოს რეზიდენცია საკუთარი საჭიროებებისთვის და ვფიქრობ სწორი იქნება, მას ამაში ხელი შევუწყოთ". - აცხადებს ბჟანია.

ბჟანიას ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პროტესტი. მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერი ამბობს, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ხალხი საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებას ელოდება.

გვახსოვს, აფხაზეთში მიმდინარეობდა პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ გადაეცეს ბიჭვინთის აგარაკი რუსეთის ფედერაციას. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ ბჟანიას განცხადებას, რომ თურმე პუტინი რამდენჯერმე არის ნამყოფი ამ აგარაკზე. მას ეს მოეწონა და სჭირდება საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის, რეზიდენციისთვის. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და პროტესტი აფხაზურ საზოგადოებაში არ გაჩერდება. მოვუწოდებ ცენტრალურ ხელისუფლებას, გაამახვილოს მეტი ყურადღება და ჩართოს საერთაშორისო მეგობრები ამ პროცესში", - ამბობს მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერი.

თეონა აქუბარდია რუსეთის მხრიდან ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოფიციალურ თბილისს პარტნიორებისთვის არც მოუწოდებია ინფორმაცია, რომ მკაფიო შეფასებები ყოფილიყო.

ერთი წლის წინანდელი მოცემულობით, ბიჭვინთის ე.წ. ხელშეკრულება საზღვაო აკვატორიის და აგარაკების გადაცემაზე არის ამ ანექსიური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობისა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებას, იქნება ეს მეორე ფრონტის პროპაგანდა, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების საკითხი. მე დამჭირდა 7 თვე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციაზე შემდგომ 7 თვის თავზე მოვიდა ის და თქვა, რომ ე.წ. ხელშეკრულება უკანონოა. იქამდე "ქართულმა ოცნებამ" ვერც კი გაბედა რამე ეთქვა. ქართულ მხარეს, ოფიციალურ თბილისს პარტნიორებისთვის არ მოუწოდებია, რომ ყოფილიყო მკაფიო შეფასებები. ეს მოწმობს მდუმარე პოლიტიკაზე", - აღნიშნა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები