გეგმავთ თუ არა ევროპაში დაბრუნებას და სთხოვთ თუ არა ამისთვის ნებართვას მთავრობას? - რას პასუხობს პრეზიდენტი "france 24"-ს
მე ახლახან პარიზში ვიმყოფებოდი “პარიზის მშვიდობის ფორუმზე” და ამისათვის არ მომითხოვია. ვფიქრობ, აზრს მოკლებულია - ასე უპასუხა france 24 English-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა გეგმავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ახლო მომავალში ევროპაში დაბრუნებას და სთხოვს თუ არა ამისთვის ნებართვას მთავრობას?
თუმცა, მსურს დავაზუსტო - მე ვიქნები იქ, სადაც ჩავთვლი, რომ საჭირო იქნება ისევ და ისევ იმ მთავარი მიზნის მისაღწევად - კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერის, კონსოლიდაციისა და ევროპის გზაზე ჩვენი იქ მიყვანისათვის, სადაც საჭიროა. მე არ ვიმოგზაურებ სიამოვნებისათვის - განაცხადა პრეზიენტმა.