პირველად, ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა ისროლა ნივთი მგალობლიშვილის მიმართულებით - სარჯველაძე
"ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ პირველად, ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა ისროლა ნივთი ლევან მგალობლიშვილის მიმართულებით
სარჯველაძე ამბობს, რომ შეურაცხყოფას როდესაც გაყენებენ, კაცის თუ ქალის შემთხვევაში, ადამიანს ერთგვაროვანი რეაქცია გაქვს.
პირველად, ერთ-ერთმა ქალმა დეპუტატმა ერთი ნივთი ისროლა ლევან მგალობლიშვილის მიმართულებით, ამის რეაქცია მოჰყვა, რომ მოუღერა მიკროფონი. შეურაცხყოფას როდესაც გაყენებს, კაცი იქნება თუ ქალი იქნება, რასაკვირველია, რეაქცია გაქვს ერთგვაროვანი და ემოციურიც მათ შორის. ვერ ვახერხებთ ყოველთვის, რომ რობოტებივით ვიქცეოდეთ". - განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.