"ოცნებისთვის" არა მარტო სამთავრობო თვითმფრინავი, არამედ საქართველოა პირადი მოხმარების - მანჯგალაძე
სამთავრობო ბორტის ახალი სკანდალი - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არა მარტო თვითმფრინავს, არამედ საქართველოსაც პირადი მოხმარებისთვის იყენებს.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება კორუფციით, ძარცვით და სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებით არის დაკავებული.
მათთვის სამთავრობო თვითმფრინავი კი არა, საქართველო არის პირადი მოხმარების. ივანიშვილის პირადი მოახმარების საგნად გადააქციეს საქართველო და ესენიც ჩართულები არიან, ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. შესაბამსიად, იღებს სიკეთეს. რითი? კორუფციით, ძარცვით, სახელწიფოს ხარჯზე გამდიდრებით, სახელმწიფო ტენერებით და მათი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ძარცვონ საქართველოს მოქალაქეები, - ამბობს მანჯგალაძე.
შაბათის ეთერის გუნდის მეირ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია, რომ პრემიერი, რომელიც, წესით, ესპანეთში პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უნდა წასულიყო, თავდაპირველად სამთავრობო ბორტით იტალიის ყველაზე პოპულარულ ქალაქში დაეშვა. ფლორენციაში მთავრობის მეთაურს საქმე არ ჰქონია, რაც პოლიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ პრემიერი ევროპის შუაგულში რამდნეიმე საათით სასეირნოდ ჩაფრინდა.