კორუფციის და ხალხის ფეხებზე დაკიდების კლასიკური ნიმუში - ფარულავა პრემიერის გასეირნებაზე
კორუფციის, გულრგილობის და ხალხის ფეხებზე დაკიების კლასიკური მაგალითი, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა სამთავრობო თვითმფრინავით პრემიერის ფლორენციაში გასეირნებას.
ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნულს საგამოძიებო უწყებები იქამედ არ გამოიძიებენ, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება.
ცოლს ბაკურიანში ტყე გაუფორმა, სტუდენტი შვილი სახელმწიფო ჩარტერით აშშ-ში წაიყვანა, ახლა ფლორენციაში სადილობს. ეს არის კლასიკური ნიმუში და მაგალითი კორუფციის, გულგრილობის, დაუევრობის, ხალხის, ბოდიში და, ფეხებზე დაკიდების და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვის. თუმცა, არ არსებობს ქვეყანაში საგამოძიებო სისტემა, ანტიკორუფციული სააგენტო თავად ღარიბაშვილმა დაიქვემდებარა და ცხადია, ამას არავინ გამოიძიებს მანამე, ვიდრე ქართველი ხალხი არ გაუშვებს ამ კორუმპირებულებს სახლებშ, - ამბობს ლაშა ფარულავა.
შაბათის ეთერის გუნდის მეირ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია, რომ პრემიერი, რომელიც, წესით, ესპანეთში პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უნდა წასულიყო, თავდაპირველად სამთავრობო ბორტით იტალიის ყველაზე პოპულარულ ქალაქში დაეშვა. ფლორენციაში მთავრობის მეთაურს საქმე არ ჰქონია, რაც პოლიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ პრემიერი ევროპის შუაგულში რამდნეიმე საათით სასეირნოდ ჩაფრინდა.