მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქართველ ემიგრანტებს ნიუ იორკში და ბრუკლინში შეხვდა

19.11.23 11:40
მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქართველ ემიგრანტებს ნიუ იორკში და ბრუკლინში შეხვდა

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქართველ ემიგრანტებს ნიუ იორკში და ბრუკლინში შეხვდა. ჯაფარიძის თქმით, ემიგრანტებთან კონკრეტულ პრობლემებზე და საქართველოში დაბრუნების საკითხზე ისაუბრეს. ოპოზიციის წევრის თქმით, მათ მოთხოვნებს ენმ მაქსიმალურად შეასრულებს. 

ჯაფარიძემ ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა, სადაც ის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ასევე, მათ ერთიანობისკენ მოუწოდებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. 

ვისაუბრეთ კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ შეთავაზებებზე. მე პირადად მაქსიმალურად შევეცდები ჩემს გუნდთან ერთად, რომ ამ ადამიანების მოთხოვნები შევასრულო, რადგან ისინი ითხოვენ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებას, საქართველოს თავისუფლებას და ნათელ მომავალს. ყველა მათი თხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და შესრულებული,  - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ემიგრანტები აცხადებენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას ერთიანი ძალებით აუცილებლად დაამარცხებენ. 

ერთიანი ძალებით 2024 წელს აუცილებლად მოვახერხებთ ხელისუფლების დამარცხებას. პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილიც სწორედ ეს იყო- ერთობა, საერთო საქმის ირგვლივ გაერთიანება, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ამ ყველაფერს დაიწყებენ და გაგრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - განაცხადა ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა.
 

ემიგრანტებმა მესამე პრეზიდენტს  წერილებიც მიწერეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს სოფო ჯაფარიძე ჩამოუტანს.

შეხვედრას ასევე, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ესწრებოდა. 

არის მიზნის ერთიანობა, არის გაერთიანება რაღაც საკითხებში, ერთიანი თემა, ერთიანი მესიჯბოქსი, ერთაინი ნარატივი. მე მომხრე ვარ იმის, რომ იყოს საერთო მიზანი, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრება, - განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები