ახალგორელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს - თამარ მეარაყიშვილს დე ფაქტო რეჟიმი დოკუმენტებს არ უბრუნებს

19.11.23 12:18
ახალგორელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს - თამარ მეარაყიშვილს დე ფაქტო რეჟიმი დოკუმენტებს არ უბრუნებს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი დახმარებას ითხოვს. თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც წლები შინა პატიმრობაში გაატარა, ამბობს, რომ ცხინვალის ცენტრში აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და არც საკუთარ დოკუმენტებს უბრუნებენ. ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის წინააღმდეგ წლების წინ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა, თუმცა ახლა მას ეგრედწოდებული პროკურტურის და საოკუპაციო რეჟიმის ეგრედ წოდებული ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლებისგან და ადგილობრივი პროკურატურისგან ითხოვდა, მისი პირადი ნივთები და საბუთები დაებრუნებინათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ის ითხოვდა, მისთვის, მინიმუმ, სამსახური მაინც გამოეძებნათ.

აღსანიშნავია, რომ მეარაყიშვილს დევნილის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებამაც არ მისცა. 

მეარაყიშვილი ყვება, რომ ცხინვალის შესასვლელთან მას უცნობი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ და პრაქტიკულად, გაიტაცეს, პროკურატურის შენობაშ მიიყვანეს, სადაცრამენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ, საბოლოოდ კი აქციის გამართვა აუკრძალეს. 

შევედი მე ცხინვალში, ქალაქის შესასვლელში არის ავტოინსპექციის განყოფილება. ჩვენ გაგვაჩერეს, გადაიყვანეს მძღოლი და მძღოლის ადგილზე ჩემთვის უცნობი მამაკაცი რარაც სპეცსამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული ჩაჯდა და განმიცხადა, რომ მას ჰქონდა მითითება გავეცილებინე პროკურატურის შენობამდე. ვუთხარი, რომ იქ მივდიოდი ზუსტად, არ ვსაჭიროებდი გაცილებას. მაშნვე ვუთხარი, რომ ტქვენ ახლა ამას აკეთებთ იმისთვის, რომ მე არ გავმართო აქცია. ვუთხარი, რომ გთხოვთ, მიიტანოთ თქვენს ხელმძღვანელობამდე, რომ საერთოდ არ მეხალისება აქციების ჩატარება თუკი ის ელემნალური პრობლემები იქნება მოგვარებული, რაც უნდა მოვითხოვო მე აქციისას. ჩემი მოთხოვნაა კიდევ, მე მქონდეს სამსახური, სამასხური მჭირდება შემოსავლისთვის. აქვე ვისარგებლებ და ვიტყვი, რომ ალბათ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ რაიონში, ახალგორში და არ აქვს დევნილის სტატუსი, - ამბობს მეარაყიშვილი. 

ეს არ იყო პირველი მდელობა, როცა აქტივისტმა აქციის გამართვა სცადა. აქციის გამართვას ის სექტემბერშიც გეგმავდა, თუმცა მას საპროტესტო პლაკატი წაართვეს. მაშინ ის დაკავებას გადაურჩა, თუმცა აქციის მოწყობა აუკრძალეს. 

მსგავსი სიახლეები