“ლელო” თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს

19.11.23 12:37
“ლელო” თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს

“ლელო” თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს.   

19 ნოემბერს ლელოს 700-ზე მეტი თბილისელი დელეგატი აირჩევს ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მმართველ საბჭოს, რომელიც 12 კაცისაგან შედგება. 

15 ნოემბერს დასრულდა თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენციის დელეგატთა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის და მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად  დარეგისტრირდა 754   დელეგატი. მმართველი საბჭოს 12 წევრის ადგილის დასაკავებლად განაცხადი შემოიტანა 20 -მა კანდიდატმა.

დელეგატთა რეგისტრაცია დაიწყება 17:30 საათზე.  20:00 სთ-დან დაიწყება არჩეული კანდიდატების წარდგენა და დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ “ლელოს” ლიდერები.

მსგავსი სიახლეები