სახეზეა სავარაუდო სისხლის სამართლს დანაშაული - ბუაძე თავდაცვის მინისტრის ოჯახის მიწებზე

19.11.23 13:08
სახეზეა სავარაუდო სისხლის სამართლს დანაშაული - ბუაძე თავდაცვის მინისტრის ოჯახის მიწებზე

სამეფო მიწები თავდაცვის მინისტრის ოჯახს - ოპოზიცია გამოძიების საუცილებლობაზე საუბრობს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მინისტრ ბურჭულაძის ოჯახის მირ მიწების შეძენის საკითხით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. 

სახეზე გვაქვს მრავალეპიზოდიანი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტი, რითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება და უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაცის კერძო ტერიტორიამდე მოხდა გზის გაყვანა, როგორ მოხდა, რომ შემეგ ეს მიწა მესამე პირების გავლით გადაეცა მინისტრის ოჯახის წევრს ისე, რომ სახელმწიფომ რამენიმეჯერ იზარალა აქ ძალიან სერიოზული რაოდენობის თანხა და ქონება,- ამბობს ბუაძე. 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ვაჩნაძიანის პალატებში, ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარე ტერიტორიების მფლობელი, თავდაცვის მინისტრის ოჯახი ეტაპ-ეტაპ გახდა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მინისტრის 21 წლის ვაჟმა ჯამში 100 ათასამდე კვადრატული მეტრი ტერიტორია ხედით კავკასიონზე, დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად შეიძინა. 

ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარედ, მიწის ნაკვეთები უმცროსმა ბურჭულაძემ და მისმა პარტნიორმა, ადგილობრივი მოსახლეობისგან იყიდეს, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თითქმის ყველამ, ვინც ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟს მიწის ნაკვეთები გადასცა, ეს ქონება წინა დღეს დაიკანონა.

მსგავსი სიახლეები