ფაქტი ცხადყოფს, როგორი გახრწნილია ხელისუფლება - მანჯგალაძე მინისტრ ბურჭულაძის ოჯახის მიწებზე

19.11.23 13:19
ფაქტი ცხადყოფს, როგორი გახრწნილია ხელისუფლება - მანჯგალაძე მინისტრ ბურჭულაძის ოჯახის მიწებზე

 ფაქტი ცხადყოფს, როგორი გახრწნილია ხელისუფლება, - ასე აფასებს "სტრატეგია არმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ტავდავის მინისტრის ოჯახის მიერ სამეფო მიწების შესყიდვის ფაქტს. 

ოპოზიციის წევრი მთავარ პრობლემად "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს ასახელებს და ამბობს, რომ სავარაუდო კორუფციის პრობლემის მოგვარება მათი წასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

არავინ უკრძალავს ოჯახის წევრს, ვთქვათ, ბიზნესის ქონას, მაგრამ როცა საეჭვო ფაქტებია, რომ წინა დღეს გადაუფორმა საჯარო რეესტრმა, შემდეგ შესყიდვა მოხდა ამის, ასევე, ბურჭულაძის შვილი იყო რუსეთთან დაკავშირებულ კომპანისთან, რომელიც თავდაცვას ამარაგებდა, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ეს არის ჩვენებები, თუ როგორი გახრწნილია სინამდვილეში, ხელისუფლება. ამ ბოლო დროს რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ხმამაღლა საუბრობს, რაღაც იგრძნო მიწა ფეხქვეშ, რომ მაგარი ტიპია თითქოს, სინამდვილეში, არის კარიკატურა. ეს ხალხი, ყველა, არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ , „ქართუსთან“, ივანიშვილთან და როცა ივანიშვილი, როგორც მთავარი პრობლემა მოშორდება ამ ქვეყანას, ეს ხალხიც ავტომატურად მოშორდება, - ამბობს მანჯგალაძე. 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ვაჩნაძიანის პალატებში, ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარე ტერიტორიების მფლობელი, თავდაცვის მინისტრის ოჯახი ეტაპ-ეტაპ გახდა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მინისტრის 21 წლის ვაჟმა ჯამში 100 ათასამდე კვადრატული მეტრი ტერიტორია ხედით კავკასიონზე, დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად შეიძინა. 

ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარედ, მიწის ნაკვეთები უმცროსმა ბურჭულაძემ და მისმა პარტნიორმა, ადგილობრივი მოსახლეობისგან იყიდეს, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თითქმის ყველამ, ვინც ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟს მიწის ნაკვეთები გადასცა, ეს ქონება წინა დღეს დაიკანონა.

მსგავსი სიახლეები