"ოცნება" თავდაცვის კოდექს კიდევ ერთხელ ცვლის - კანონო მკაცრდება
"ქართული ოცნება" თავდაცვის კოდექს კიდევ ერთხელ ცვლის. კანონი მკაცრდება. თუ აქამდე უცხოეთში მყოფ სტუდენტს ჯარის გადავადება შეეძლო, ახალი კოდექსით ეს შეუძლებელი იქნება. ახალგაზრდა მამაკაციიი ჯარში უნდა წავიდეს და ლექციებს დისტანციურად დაესწროს ანუ სამხედრო ბაზიდან ჩაერთოს ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტებში ლექციებს.
პრობლემურია კიდევ ერთი ჩანაწერი. ეს რელიგიას ეხება.
თავდაცვის კოდექსში ცვლილებები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შევა.
ოპოზიცია ცვლილებების წინააღმეგია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს ცხოვრებას ურთულებენ და ცდილობს ჯარში იძულებით გაუშვას.
მაგალითად, სტუდენტი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ დისტანციურად, ის დაექვემდებარება სავალდებულო სამსახურს და მოუწევს ჯართან ერთად სწავლა და ამის პირობებს შეუქმნის სამინისტრო. მთავარი და შემაშფოთებელი: სიტყვაზე, ავიღოთ, რომ მე ვარ პაცეფისტი და ამ შემთხვევაში ალტერნატიულ სამსახურში უნდა წავიდე და არა სავამდებულო სამსახურში. ამ შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება თქვას, რომ მე ვარ აფერისტი და არა პაცეფისტი ან მაგალითად, „გირჩის“ მსახური, და წამიყვანოს ჯარშ ისე, რომ სასამართლომ არ შეაჩეროს ჩემი ჯარში მსახური, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ბრძოლა საბჭოთა წესებით, - ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს.
ეს არის საბჭოთა ცნობიერების დაბრუნება ქართულ სამხედრო რეალობაში. თავისთავად არანორმალურია მიდგომაა. ქვეყანა, რომელიც 25 წელია აშენებს პროფესიულ არმიას გამოიკვეთა, რომ მისი მთავარი ძალის მაფორმირებელი რესურსი არის სამხედრო ვალდებულება. ფაქტობრივად, კორუფციისთვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, შესაძლებლობა კი არ არის, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მიზანიმიმართულად ეს სისტემა კეთდება კორფუციული მოგების მისაღებად, იმიტომ, რომ აღგა ძველი კომისარიატების სისტემა, გადავიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ანუ კოდექსის მირებიდან ერთ თვეშ აღმოჩნდა, რომ კოდქსს აქვს ხარვეზები, თავისივე ჩანაფიქრში რამე სიახლე კი არ შემოაქვთ, ეს ცდილობენ ამ ხარვეზების გასწორებას, - ამბობს სამხედრო ანალიტიკური კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი თავდგირიძე.