პრემიერმა სამთავრობო ბორტით ამჯერად ფლორენციაში გაისეირნა - ოპოზიცია ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს
პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში კიდევ ერთხელ გამოიჭიირეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბორტი ნომერი ერთით ამჯერად ფლორენციას ეწვია. მიქელანჯელოს ქალაქში ღარიბაშვილმა ხუთი საათი გაატარა, არადა იქ მას არანაირი ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია დანიშნული.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფალმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მოხმარების საგნად აქცია.
იტალიამდე კი იყო გერმანია. მიუნჰენში შვილი პრემიერ მინისტრმა სამთავრობო ბორტით ჩაიყვანაა. როცა ეს ამბავი შაბათის ეთერმა გაახმაურა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ფული თვითმფრინავის დასაქირავებლად პენსიონერმა მამამ მისცა.
ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობას ასეთ ფაქტებზე რეაქცია აღარ აქვს. მოქალაქეების პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი შიშია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშცილის რეპორტაჟში.