რა აქვს სათქმელი მიხეილ სააკაშვილს? - საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის პროცესი გაიმართება
რა აქვს სათქმელი მიხეილ სააკაშვილს? - საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის პროცესია ჩანიშნული. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები სააკაშვილის მიმართვას ელოდებიან. ერთ საათში სააკაშვილი მის პოლიტიკურ გეგმებზე კითხვებს უპასუხებს. ეს იქნება სააკაშვილის ბოლო მიმართვა 23 ნოემბრამდე. სწორედ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავზე უნდა გამოცხადდეს დიდი გადალაგების შესახებ ოპოზიციურ პარტიაში, ამიტომ არის მოლოდინი რომ სააკაშვილი ამ შანსს გამოიყენებს და დღეს თავის სათქმელს იტყვის.
მნიშვნელობა 23 ნოემბრის თარიღს მიხეილ სააკაშვილმა გასულ პროცესზე მიანიჭა, როდესაც მანიფესტზე ისაუბრა. მან პირდაპირ თქვა, რომ ვინც ამ მანიფესტ ხელს არ მოაწერს, მას პარტიის დატოვება ავტომატურად მოუწევს.
სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს თავმჯდომარის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მომდენო პროცესზე პრეზიდენტი სახელებით და გვარებით დაასახლებს ვინ აზიანებს ენმ-ს.
პროცესი ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ყველა ერთად მოვისმენთ რა განცხადებებს გააკეთებს მათ შორის 23 ნოემბერზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ენმ-ს ლიდერი და ფაქტობრივად, მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი წონა, ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველა ერთად გავიგებთ, მთავარი, რა თქმა უნდა, არის ერთიანობა, იმიტომ, რომ დასამარცხებელი გვყავს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ამიტომ ყველამ ეს კარგად უნდა გავისიგრძეგანოდ და ყველა ერთად უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას. დანარჩენი დაველოდოთ, ძალიან მალე იქნება სასამართლო, - ენმ-ს წევრი ამბობს ირაკლი ნადირაძე.
პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ენმ-ს წევრები არიან შეკრებულები. მათ ე.წ. პიჯაკების საქმიდან საქმის მასალები აქვთ მიტანილი, რათა საზოგადოებამ კარგად დაინახოს რის გამო ასამართლებს მესამე პრეზიდენტს "ოცნება".