აქციის მესამე დღე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან - რაჭის ტყეების დაბრუნების მოთხოვნით აქტივისტები კარვების დადგმას აანონსებენ

20.11.23 12:03
აქციის მესამე დღე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან - რაჭის ტყეების დაბრუნების მოთხოვნით აქტივისტები კარვების დადგმას აანონსებენ

აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან - უწყების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, რა გეგმა აქვს ოთარ შამუგიას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ამ პროტესტის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუ ტყე დროულად მოსახლეობას არ დაუბრუნდება, პროტესტი გამწვავდება. რიონის მცველები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე კარვების დადგმით იმუქრებიან. 

პრაქტიკულად, ორი დღეა, შაბათ-კვირას ცემა-ტყეპა მიდის ქალების, არ ინდობენ არავის, ასე სადისტური მოქცევა, პირველად ვნახეთ, რომ პოლიცია ასე იქცევა. ახლა, რა არგუმენტი ექნებათ დღეს მაინც, რომ ყველას შეუძლია ამ კარიდან შესვლა საშვით, ახლა ჩვენ როგორც მოქალაქეებს ამ შემთხვევაშიც, აგვეკრძალება თუ ტერიტორიაზე შესვლა თუ როგორ იქნება, მინდა, რომ გავარკვიო. ახლა ვაპირებთ, რომ მივიდეთ და ვიკითხოთ. აქამდე პოლიცია უბრალოდ ჩაყენებული ჰყავდათ და ხედავდით, როგორც განვითარდა მოვლენები.

ვითხოვთ, რომ გააკეთოს მინისტრმა განცხადება, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ პირდაპირ რეპრესიებს აწარმოებენ პოლიციის ძალით," - განაცხადა გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები