რუსეთს და ოლიგარქის ხელისუფლებას კალაძე ყურებით ჰყავს დაჭერილი - სააკაშვილი
რუსეთს და ოლიგარქის ხელისუფლებას კალაძე ყურებით ჰყავს დაჭერილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გაზპრომთან კონტრაქტი და ის კორუფციაა, რომელშიც კალაძე აქტიურად არის ჩართული.
არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერობისთვის, იმიტომ, რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება. მთავარია, არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას და კალაძეც ყურებით ჰყავთ რუსებს დაჭერილი, განსაკუთრებით გაზპრომის კონტრაქტით და მთელი იმ პროდუქციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო და სადაც ეს კლანი კორუფციული არის ძალიან აქტიურად ჩართული, - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ე.წ. პიჯაკების საქმეს ეხება.