მელია დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული, ამ მანიფესტით საუბარი იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? - ცისკარიშვილი

20.11.23 14:11
მელია დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული, ამ მანიფესტით საუბარი იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? - ცისკარიშვილი

"ახლა საუბარი ამ მანიფესტით იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? გახდება ამ პარტიის ნაწილი თუ არა?" - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყოფილი თავმჯდომარე პარტიის ახალ ხელმძღვანელობას "კამპანიურ რეჟიმში თავს ესხმის".

ნიკა მელია უკვე დიდი ხნის წინ არის პარტიიდან გასული. ის კამპანიურ რეჟიმში თავს ესხმის, ლანძღავს, კობახიძეზე უარესი ფორმით თავს ესხმის პარტიას, მის სტრატეგიას, მიმართულებებს, ლიდერშიფს, გადაწყვეტილებებს, ყველაფერს. ახლა საუბარი ამ მანიფესტით იმაზეა, შემოუერთდება, დაბრუნდება პარტიაში? გახდება ამ პარტიის ნაწილი თუ არა? უკუღმა უნდა დავსვათ საკითხი - გასულია და მოვა თუ არა? ის კი არა, რომ აქ არის და გავრიცხავთ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები