იქნება თუ არა მომდევნო პრემიერი კალაძე - თბილისის მერის პირველი კომენტარი

20.11.23 14:25
იქნება თუ არა მომდევნო პრემიერი კალაძე - თბილისის მერის პირველი კომენტარი

იქნება თუ არა მომდევნო პრემიერი კალაძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ სასამართლო სხდომაზე გახმოვანებულ ინფორმაციას თბილისის მერი ეხმაურება.

კალაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას ღირსეული პრემიერი ჰყავს ღარიბაშვილის სახით და მას, როგორც თბილისის მერს, ბევრი პროექტი აქვს ბოლომდე მისაყვანი.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატად "ოცნებამ" თეა წულუკიანი დაასახელოს, კალაძე ამბობს, რომ "ეს არის ტყუილი".

ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, ვემსახურები თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება.
ეს არის ტყუილი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს დაუმთავრდება მისი უფლებამოსილების განხორციელება, თუ ვინ იქნება და ვის შეარჩევს ქართული ოცნება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადი იქნება,“ - ამბობს კალაძე.

 

"ოცნება" წულუკიანს პრეზიდენტობისთვის, კალაძეს კი პრემიერობისთვის ამზადებს - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.


 

მსგავსი სიახლეები