სააკაშვილი ნუ ინერვიულებს - "ოცნების" პირველი პასუხი მესამე პრეზიდენტს
პრეზიდენტად წულუკიანი, პრემიერად კალაძე - მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ლიდერები პასუხობენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას მმართველი გუნდი საზოგადოებას ყოველთვის აწვდის. ის მიმართავს სააკაშვილს და მოუწოდებს, რომ "არ ინერვიულოს".
სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე. დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნება" წულუკიანს პრეზიდენტობისთვის, კალაძეს კი პრემიერობისთვის ამზადებს - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.