"რეგულარულად უზრდელობენ" - კობახიძე ქალ დეპუტატებს თავს ესხმის და ძალადობაში მხილებულ თანაპარტიელებს იცავს

20.11.23 15:23
"რეგულარულად უზრდელობენ" - კობახიძე ქალ დეპუტატებს თავს ესხმის და ძალადობაში მხილებულ თანაპარტიელებს იცავს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უმრავლესობის იმ დეპუტატებს იცავს, ვინც ქალ ოპოზიციონერებს აგინეს და პრაქტიკულად, საცემად გაიწიეს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" დეპუტატები ოპოზიციონერებმა პროვოკაციაზე წამოაგეს და წყობიდან გამოიყვანეს.

უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან, უბრალოდ, რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე. არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი. იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან. ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს, თუმცა მარტივი არ არის ხოლმე, ხანდახან ადამიანს ნერვები უმტყუნებს, როდესაც ასეთ უხეშ უზრდელობას ისმენს. ეს არის საერთო სურათი. ამ ყველაფერს რა უნდა უშველოს საკანონმდებლო ცვლილებებმა მე არ ვიცი. მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას, რომ შეეშვან პროვოკაციებს და ყველას ჩვენიანად მოვუწოდებ, რომ ნუ ექნებათ რეაგირება პროვოკაციებზე, - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან მგალობლიშვილმა  წინ პარლამენტის სხდომაზე  ჯერ თინა ბოკუჩავას აგინა, შემდეგ კი ანი წითლიძის ტრიბუნიდან მოგლეჯილი მიკროფონით ცემას უპირებდა. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა მგალობლიშვილმა შეურაცხყოფა "პირველების" ჟურნალისტს მიაყენა. ცოტა ხნის წინ მგალობლიშვილის თანაგუნდელი ბერაია კი სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდიას ლანძღავდა. 

მსგავსი სიახლეები