ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ვემზადებით გასამარჯვებლად - აბა, რისთვის ჩამოვედი აქ?! - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თანაპარტიელებს - "ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო შედეგი რაც მას შეუძლია".
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა საპატიო მეორე ადგილისთვის არ მიდის".
"თუ ვინმე ემზადება საპატიო მეორე ადგილისთვის, ამას ვერ მიიღებს. გითხრათ კალაძემ 2040 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთო. ვერ მიიღებს ამას, თუ ვინმე აქეთ მხარეს ჩვენგან არის ამისთვის მზად რომ მუდმივად იყვნენ ოპოზიციაში. ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად, გასამარჯვებლად. აბა ვისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავაგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში? - იმისთვის რომ გავიმარჯვოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა" - აცხადებს სააკაშვილი.