ვარდების რევოლუცია და შემდეგი 9 წელიწადი იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში - სააკაშვილი

20.11.23 15:45
ვარდების რევოლუცია და შემდეგი 9 წელიწადი იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში - სააკაშვილი

"ვარდების რევოლუცია და შემდეგი 9 წელიწადი იყო ყველაზე წარმატებული 9 წელიწადი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე მიმოიხილა 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებული პროცესები საქართველოში და ისაუბრა იმ გეგმაზე, რის მიღწევასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა. სააკაშვილი თვლის კონკრეტულ მაგალითებს, თუ რა გზებით აპირებდა რუსეთი სასურველი მიზნის მიღწევას. სააკაშვილმა ისაუბრა იმ მთავარ გამოწვევაზეც, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. 

დღევანდელი პროცესი ეხება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ისტორიაში - ვარდების რევოლუციას და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, რისთვის ხდებოდა ვარდების რევოლუცია. ვარდების რევოლუცია იყო მეორე მცდელობა 1990 წლის შემდეგ საქართველოს თავი დაეღწია პოსტსაბჭოთა ჭაობიდან. რეალურად, მაშინ გამსახურდიას არ დასცალდა, მოახრჩო პოსტ საბჭოთა ჭაობმა, პოსტ კომუნისტურმა რუსულმა სახელმწიფო გადატრიალებამ და 2003 წელს ქართველმა ხალხმა მეორედ სცადა საბჭოთა ჭაობის გარღვევა, მეორედ სცადა გამოსვლა იმ უბედურებიდან, რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ვარდების რევოლუციამ და შემდეგი 9 წელიწადი იყო ყველაზე წარმატებული 9 წელიწადი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში, დედაჩემი ძალიან კარგი ისტორიკოსია და ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. ჩვენ გვყოლია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მმართველი, 9 წელიწადი ზედიზედ წარმატებული მმართველობის პერიოდი მოხდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ.
როდესაც ვსაუბრობთ ვარდების რევოლუციაზე, მას შემხვდა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა, შეხვდებოდა წინააღმდეგობა, როდესაც ამხელა ზრდა იყო ეკონომიკაში, ამხელა ბრძოლა იყო კორუფციაში ქვეყნის შიგნით და გარეთაც, ვებრძოდით კორუფციას, ვებრძოდით კრიმინალებს, გვებრძოდნენ კრიმინალები და გვებრძოდნენ კორუფციონერები. ვებრძოდით რუსეთის არაფორმალურ გავლენებს, რუსეთი გვებრძოდა მთელი ძალით.
მე მინდა გავიხსენო, რამდენი ეტაპი გავიარეთ წარმატებული ვარდების რევოლუციის შემდეგ - ჩაბნელებული საქართველო გაანათა, კორუმპირებული საქართველო მთლიანად გაწმინდა კორუფციისგან და დავანახეთ ყველას, რომ არ ვიყავით განწირულები და ეს არ იყო ჩვენი დნმ-ის ნაწილი, ქრთამის აღება და უბედურება, როგორც რუსები ამაში გვარწმუნებდა, რომ ჩვენ ვართ მარტო მეხინკლე ხალხი, რომელსაც სახელმწიფოს შენება არ შეუძლია და უნდა მარტო მაგიდაზე უცეკვო, ელარჯი უწელოთ და ქრთამები აიღოთ, ნურას უკაცრავად. ამიტომ ჩვენ პრაქტიკულად თავიდანვე გამოგვიცხადეს ომი.
2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ აჭარაში იყო პრაქტიკულად სამხედრო ამბოხი. როდესაც ვლაპარაკობთ ასლან აბაშიძეზე, ასლან აბაშიძე იყო კლასიკური სეპარატისტი, რომელიც ამბობდა, რომ მიდიოდა რუსეთისკენ, პირდაპირ დაგვიყენა წინ გენერალი ნეტკაჩოვი და რუსეთის სამხედრო ბაზა, ეხვეწებოდა რუსებს, რომ განეხორციელა სამხედრო ინტერვენცია და ჩვენმა მეგობრების ჩარევამ, მტკიცე პოზიციამ ჩვენმა, ამერიკელების ჩამოსვლამ, თურქეთის მყარმა პოზიციამ შეაჩერა რუსეთის პირდაპირი ჩარევა აჭარის სეპარატისტულ კონფლიქტში და ეს იყო პირველი პროვოკაცია.
მეორე პროვოკაცია იყო 2004 წლის ზაფხულში, ცხინვალში, როდესაც მოგვიკლეს 20 ჯარისკაცამდე და ეს იყო ჩემთვის უმძიმესი, პირველი თეთრი თმა მაშინ გამოჩნდა.
შემდეგ 2005 წლის თებერვლის - რეკორდულ ცივ ზამთარში მოგვიწყეს სრული ბლექაუთი, ჩრდილო კავკასიაში ააფეთქეს გაზსადენები და ელექტროსადენები და პრაქტიკულად, საქართველო ჩაბნელდა და გამყინვარება დაიწყო, მაშინ გადაგვარჩინა მოძმე აზერბაიჯანმა, რომელმაც თავისი გაზსადენებით ირანული გაზი გადმოისროლა, საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ჩააბნელა და საქართველოს მისცა დენიც და გათბობაც და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ აზერბაიჯანზე.
შემდეგ იყო 2006 წელი, როცა გამოგვიცხადეს ემბარგო სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, ვეღარ გაგვქონდა რუსეთში. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იჭერდნენ და სატრანსპორტო თვითმფრინავებით აგზავნიდნენ საქართველოში. 
2007 წელს ჩვენ დაგვბომბდეს წითელუბანში და 2007 წელსვე მოგვიწყვეს არეულობები თბილისში, რაზეც არის სასამართლო, რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა. ასევე მაშინ ფებეერმა გამიგვიგზავნა წერილი, რომ მზადდებოდა გადატრიალება რუსეთში მცხოვრები ქართველი კანონიერი ქურდების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ და შტაბი ჰქონდათ გაკეთებული. ზუსტად ასეთი წერილი მიიღო ახლა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას მათ შორის კრიმინალის და ადგილობრივ მათი დამქაშების გამოყენებით, ხომ არ გეცნობათ, რუსეთი სცენარებს არასდროს არ ცვლის.
როდესაც ეს არ გამოუვიდათ და ამირჩიეს ხელახლა პრეზიდენტად, თუმცა პუტინისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო, 2008 წელს უკვე განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და ამანაც ვერ გააკეთებინა რუსეთს ის საქმე, რისი გაკეთებაც უნდოდა - მაინც ვერ დაამხეს თბილისში მთავრობა, მაინც ვერ ააფრიალეს თავისი დროშა, მაინც ვერ შემოვიდნენ თავისი ჩექმით - იმიტომ, რომ ვისი დაყენებაც შეგვეძლო ფეხზე, ყველა დავაყენეთ, ჩვენმა ჯარმა  გაწია გმირული წინააღმდეგობა, მე არ გავიქეცი და არ დავტოვე ჩვენი დედაქალაქი, როგორც ამას მომიწოდებდნენ და ერთადერთი აეროპორტი, რომელიც არ დაბომბეს ეს იყო თბილისის და ყველა მხრიდან მითვლიდნენ რუსები, რომ წადი, ოჯახთან ერთად წადი, თვალებს მიპაჭუნებდნენ, რომ ფულს მომცემდნენ კიდევაც, რომ წავსულიყავი, მაგრამ არ დავტოვე ჩვენი ქვეყანა, ჩვენმა მთავრობამ იმუშავა, პრაქტიკულად, იდეალურად.
შემდეგ უკვე ჰიბრიდული ოპერაცია ჩაგვიტარეს 2012 წლისთვის, დაწყებული ათასგვარი მითებით და სისულელეებით, რომელიც ჩვენზე მოიგონეს და დამთავრებული იმით, რომ 8 თვის ბავშვი ჩაახრჩვეს ქვევრში, დადგეს ციხის კადრები, ლაფანყურში მოგვიწყვეს შეიარაღებული პროვოკაცია და მრავალდღიანი ბრძოლები და არჩევნებისთვის სცენარი იყო შემდეგი, რომ ივანიშვილი ამბობდა, თუ წავაგებ არ ვაღიარებ არჩევნებს, ხოლო რუსები ატარებდნენ სამხედრო წვრთნებს და იძახდნენ, რომ წვრთნები არის შემდეგი, არის არეულობა საქართველოში და ჩვენ შევდივართ თბილისში რუსული ინტერესების დასაცავად. ერთი სიტყვით, თავიდან ბოლომდე ეს იყო ბრძოლა ვარდების რევოლუციასთან, მაგრამ ვარდების რევოლუციამ შეძლო შეუძლებელი, ვარდების რევოლუციამ გააღვიძა ძალიან დიდი ძალები უკრაინაში, ამას მოჰყვა იქ ორი მაიდანი. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა ყირგიზეთის რევოლუცია...
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა საფრთხეებია დღეს საქართველოს წინაშე - საქართველოს წინაშე არის დიდი საფრთხეები, ეგზისტენციალური საფრთხეების ქვეშ ვართ, 100 ათასზე მეტი რუსია ჩამოსული და ჩაბუდებული. ამ ხალხის გამოსწორება არის შეუძლებელი, მათი დიდი ნაწილი არის იმპერიული მენტალობის მატარებელი, ჩვენ აუცილებლად, პირველი რაც უნდა ვქნათ, მოვახერხოთ ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ სტიმული მივცეთ, რომ გაუუქმოთ ბინადრობის მოწმობები, ეს მთავრობა პირიქით აპირებს მოქალაქეობის მიცემას, იმიტომ, რომ მათი ხმები სჭირდებათ. არა მხოლოდ მოქალაქეობა არ უნდა მივცეთ, ბინადრობის მოწმობებიც გავუუქმოთ და გავუშვათ საქართველოდან ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს საბაბი - ლავროვი რომ გვემუქრება, რაიმე სახის სამხედრო ან სხვა სახის ინტერვენციის საქართველოში,“ - ამბობს სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები