10-პუნქტიანი მანიფესტი 23 ნოემბერს გამოქვეყნდება - სააკაშვილი

20.11.23 16:06
10-პუნქტიანი მანიფესტი 23 ნოემბერს გამოქვეყნდება - სააკაშვილი

"რაც შეეხება იმ მანიფესტს, იმ 10 პუნქტს, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ 23-ში გამოვაქვეყნოთ... 23-ში გელით შეკრებაზე," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ნაციონალური მოძრაობის მანიფესტი 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციიდან 20 წლისთავზე გამოქვეყნდება. მანიფესტი 10 პუნქტისგან შედგება.

რაც შეეხება იმ მანიფესტს, იმ 10 პუნქტს, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ 23-ში გამოვაქვეყნოთ. ეს არ არის ვიწროპარტიული მანიფესტი. ენმ-მ უნდა აჩვენოს ის, რისთვისაც ის არის ლოკაციურად მორგებული, მოემზადოს გამარჯვებისთვის, მაგრამ ყველა სხვა პარტიისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. ამ მანიფესტის მთავარი პრინციპებია, რომ საქართველოში ადამიანების დაწინაურება ხდება მერიტოკრატიით - შრომით და არა ჩაწყობებით, ნათესაობით, ძმისშვილით, დისშვილით და ა.შ. 
მეორე, ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოსახლეობის კეთილდღეობის მტერი,  იმიტომ, რომ ოლიგარქს ყველაფერი უნდა თავისთვის და თქვენ უნდიხართ მარტო მონებად ან უცხოეთში ემიგრანტად.
სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის, ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.
სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლოდ შემოდინებას. ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ეს ხალხი უნდა გავუშვათ აქედან და ასევე ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური პოლიტიკა. ჩვენ უნდა გვქონდეს ინ ვიტრო ჩასახვა, უნდა იყოს უფასო და სტიმულირებული... ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, დღეს რა არის, ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს...
ჩვენ უნდა შევძლოთ ასევე შრომის სტიმულირება. ჩვენი პარტიის პროგრამაში არის და დადის ლევანი, ძალიან კარგი შეხვედრები აქვს - ქვებს რომ უშენენ, ეს ნიშანია იმის, რომ სწორად დადის და ნერვიულობენ ვიღაც-ვიღაცები. მინდა ვთქვა შემდეგი, რომ 60 წლის ადამიანი ავტომატურად პენსიაზე უნდა გაუშვა და არ უნდა მისცე საბაბი ვინმეს თქვას, რომ შენ 60 წლის ხარ და წადი პენსიაზე - მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წავიდეს პენსიაზე, მაგრამ თუ ამავე დროს ის მოისურვებს შრომის გაგრძელებას, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ შრომა გააგრძელოს...
როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემცირება ბიუროკრატიის მკვეთრი, მხოლოდ ერთი გადასახადი საქართველოში და მარტივი ადმინისტრირება ამ გადასახადის. ეროვნული ბანკის გაუქმება და საქართველოს გადაყვანა ევროზე. სამედიცინო სექტორში მასობრივი ინვესტიციები, რომ ექიმებს ჰქონდეთ მინიმუმ 1000 ევრო. ყოველ წელიწადს ხდება ტექნოლოგიური რევოლუცია და ამ ტექნოლოგიურ რევოლუციას სჭირდება ფეხის აწყობა,“ - ამბობს სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები