აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან - აქტივისტებთან ომბუდსმენი მივიდა

20.11.23 16:18
აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან - აქტივისტებთან ომბუდსმენი მივიდა

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან - საყვედურის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებთან ომბუდსმენი მივიდა.

ლევან იოსელიანი რიონის მცველებს ხვდება. სამოქალაქო აქტივისტები სახალხო დამცველს აწვდიან ინფორმაციას, რაც რაჭის ტყის გარშემო ხდება და ამბობენ, რომ მოსახლეობა საქმის კურსში არ ყოფილა.

ომბუდსმენი დილით სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკრიტიკა. გოლეთიანი, რომელიც რაჭის ტყეების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს, ომბუდსმენის რეაგირებით უკმაყოფილოა. აქტივისტი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ლევან იოსელიანს კი ამაზე რეაქცია არ აქვს.

მესამე დღეა, რიონის ხეობის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და კარვების გაშლას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ფორმით აიძულებენ მინისტრ შამუგიას ტყე რაჭველებს დაუბრუნოს. 

მსგავსი სიახლეები