მინდა მოვუწოდო პროტესტის მონაწილეებს, დაუბრუნდნენ ოჯახებს - შამუგია

20.11.23 16:42
მინდა მოვუწოდო პროტესტის მონაწილეებს, დაუბრუნდნენ ოჯახებს - შამუგია

"მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას," - ამ განცხადებით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 

შამუგია ამბობს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლომდე მიიღებს.

მინდა შევეხო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეები პროტესტს სამინისტროსთან, რომელიც ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა და ამის საჭიროება არ არსებობს. მე ეტაპობრივად მოგახსენებთ ამის თაობაზე, რატომ ვფიქრობთ ჩვენ ასე. პირველ რიგში, დავიწყებ, ლიცენზიის გაცემის პროცედურით, არსებობს კითხვა, რომ თითქოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ გასცა ეს ლიცენზია. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის მარტში საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ. ამ პროცესს მანამდე თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს "ფეისბუქ" გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს ქვეყანაში", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი სიახლეები