ლავროვი: მოსკოვი დაინტერესებულია რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში
"მოსკოვი დაინტერესებულია რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ლავროვის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება სპორტში, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და მოხალისეთა მოძრაობა.
ჩვენ დაინტერესებული ვართ, რუსული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. ასევე რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებით, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტ მუშაკთა მომზადებაზე“, - განაცხადა ლავროვმა.