ოკუპანტები ავტობანთან - მინისტრის მოადგილე "პირველების" კითხვებს გაურბის

20.11.23 17:36
ოკუპანტები ავტობანთან - მინისტრის მოადგილე "პირველების" კითხვებს გაურბის

ოკუპანტები ავტობანთან გამოჩნდნენ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. "პირველების" კითხვაზე, რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს ორჭოსანის საგუშაგოზე ოკუპანტების მხრიდან საბრძოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე კითხვებს გაურბის და ამბობს, რომ პასუხს მოგვიანებით გასცემს. 

ცოტა ხანში, რომ მოვბრუნდები, გავიაროთ. მოვბრუნდები და ცოტა ხანში, ამ თემებზე მერე გავიაროთ. გვაქვს ყველაფერი და ცოტა ხანში გავიაროთ,“ - ამბობს ლაშა დარსალია.

ოკუპანტები საგუშაგოების მოწყობას აგრძელებენ. როგორც "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი წერს, ავტობანის მიმდებარედ სამშენებლო მასალებია დამატებული და ოკუპანტები "ორჭოსანის საგუშაგოზე აწყობენ საბრძოლო სანგარსავალს". ქაცარავა საგუშაგოების მოწყობის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.  

მსგავსი სიახლეები