აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია - ომბუდსმენი ქალი დეპუტატებზე თავდასხმაზე

20.11.23 18:55
აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია - ომბუდსმენი ქალი დეპუტატებზე თავდასხმაზე

"აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება" - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ქართული ოცნების" წევრების მიერ ქალ დეპუტატებზე თავდასხმას.

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც საქმის გარკვევა ძალადობით უნდა ხდებოდეს.

"პირველივე შემთხვევიდან მე გამოვეხმაურე ამას. ჩემს სოციალურ ქსელზე დავგმე ამგვარი ქმედება ქალი დეპუტატების მიმართ. ყოველთვის ამ აზრზე ვარ. ზოგადად, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ძალადობით უნდა ხდებოდეს საქმის გარკვევა. აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ყველა ასეთ შემთხვევაზე გვაქვს რეაგირება. ეს საკითხიც და მათ შორის, პარლამენტში მიმდინარე საკითხები, რომლებიც სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება, ქალებთან დაკავშირებული საკითხები მოხვდება ჩვენს ანგარიშში და ამის შესახებ უკვე საზოგადოება უფრო დასაბუთებულად მოისმენს ჩვენს პოზიციას"- თქვა იოსელიანმა.

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას შეაგინა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია

მსგავსი სიახლეები