მესამე პრეზიდენტი პასუხს ელოდება - გადაიკვეთება თუ არა სააკაშვილისა და ზურაბიშვილის გზები 18 წლის შემდეგ?!

20.11.23 20:00
მესამე პრეზიდენტი პასუხს ელოდება - გადაიკვეთება თუ არა სააკაშვილისა და ზურაბიშვილის გზები 18 წლის შემდეგ?!

მიხეილ სააკაშვილი პასუხს ათონელის რეზიდენციიდან ელოდება - იქცევიან თუ არა 18 წლის შემდეგ  მეხუთე და მესამე პრეზიდენტები მოკავშირეებად. მრავალწლიანი პოლიტიკური მტრობის შემდეგ დღეს სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ზურაბიშვილი გამბედაობისთვის შეაქო. მოქმედი პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია, თუმცა მიანიშნა, რომ მას ერთი ხელის მოწერით შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.  სააკაშვილის  მიმართვის კიდევ ერთი მთავარი ადრესატი დღეს მისი პარტია იყო. 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი პარტიის მმართველობაში ერთვება. პოლისტასბჭოს ხელმძღვანელობას თავის თავზე იღებს და საბჭოდან გარიცხულ წევრებს დაბრუნებისკენ მოუწოდებს. "მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს" - სააკაშვილის ეს გზავნილი მელიას ფლანგს ეკუთვნოდა.  ახლა მთავარი კითხვაა, მიიღებს თუ არა ნიკა მელია პატიმარი პრეზიდენტის შეთავაზებას.

დრო ცოტაა - 23 ნოემბერს სავარაუდოდ წერტილი დაესმება შიდა პარტიულ დაპირისპირებას. ლევან ხაბეიშვილი დღეს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ კატეგორიული  იყო.

სააკაშვილის პროცესი - ნანუკა ქაჯაია ყველა დეტალით

 

მსგავსი სიახლეები