"ოცნება" მოძალადე დეპუტატებს იცავს - მმართველმა პარტიამ ძალადობას მწვანე შუქი აუნთო

რატომ აქცია "ქართულმა ოცნებამ" ქალი დეპუტატების შეურაცხყოფა წესად? - ქალებზე ძალადობამ, ცემამ და გინებამ საქართველოს პარლამენტში უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. დაუსჯელობის სინდრომი კი ყოველ ჯერზე ახალისებს მმართველი პარტიის წევრებს და აჩენს ახალ-ახალ მოძალადეებს. დღეს"ოცნების" თავმჯდომარემ ძალადობას მწვანე შუქი აუნთო. კობახიძემ პრაქტიკულად თქვა, რომ ქალი დეპუტატები უზრდელები არიან და შესაბამისს პასუხსაც იღებენ.
ქალი დეპუტატების ჩაგვრა ყოველდღიურობად იქცა, ამიტომ განგაშის სიგნალი ოპოზიციამ ჩართო, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. აუცილებელია გამკაცრდეს პარლამენტის რეგლამენტი. ვინც კოლეგას შეურაცხყოფას მიაყენებს და მის საცემად გაიწევს, მანდატი დატოვოს. ღუდუშაური, მგალობლიშვილი, ბერაია - მოძალადე დეპუტატების წრე სულ უფრო იზრდება, თუმცა მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.