საქართველოს დაცვის 9 პუნქტიანი აქტი - რა გეგმა აქვს "ლელოს", რომ რუსულ გავლენები შებოჭოს

საქართველოს მოსახლეობის შვიდი პროცენტი უკვე რუსეთის მოქალაქეა! "ოცნების" ღია კარის პოლიტიკამ ქვეყანა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა.
დღეს კი კრემლმა ახალი გეგმა დაგვიანონსა, საქართველოში რუსული ენა უფრო პოპულარული უნდა გახადონ. ამ ფონზე ხვალ პარლამენტში "ლელოს" ინიციირებული საქართველოს თავდაცვის აქტი შედის. 9 შეზღუდვამ რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდებათ, საქართველო გარუსებისგან უნდა დაიცვას. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.
ვიზები რუსებისთვის, მიწის ყიდვაზე შეზღუდვა, ფრენების აკრძალვა რუსეთთან და მოსაკრებელი რუსული კომპანიებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც საქართველოში აწარმოებს ბიზნესს გადასახადის გადახდა მოუწევს. შემოსული თანხა კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს მოხმარდება.
"ლელოს" 9 პუნქტიან გეგმით საქართველოში ევროპის ქვეყნების მსგავსად უნდა გაითიშოს რუსული არხები, რომელიც ხალხს დეზინფორმაცია წამლავს. ვიდრე პარლამენტი საქართველოს დაცვის აქტის განხილვას იწყებს, ახალგაზრდები უკვე მოქმედებაზე გადადიან.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის ქუჩებში? - გაიგეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან