ავტომანია "ოცნებაში" - მაღალჩინოსნები ახალ მანქანებში ისევ მილიონებს იხდიან

20.11.23 20:28
ავტომანია "ოცნებაში"  - მაღალჩინოსნები ახალ მანქანებში ისევ მილიონებს იხდიან

ავტომანია "ოცნებაში" -  ყველა რეკორდი მოხსნილია. მხოლოდ ერთ თვეში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში ერთდროულად გამოცხადდა ტენდერი უახლესი ავტომობილების შესაძენად. ჯამურად ამისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი დაიხარჯება. ყველა ოპერატიული დანიშნულების მანქანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს ძალოვანი უწყებები გაინაწილებენ.

და არა მხოლოდ ისინი. მაღალი გამავლობის ჯიპებით ივლიან მოსამართლეებიც.  მხოლოდ ოთხი ავტომობილი რვაასი ათასი ლარი დაჯდება. რაში სჭირდებათ ასეთი ძვირადღირებული მანქანები, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" და მის დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტები მხოლოდ ფუფუნებისკენ ისწრაფვიან. მაშინ როდესაც ეს მილიონები თავისუფლად არის შესაძლებელი, ქვეყნის რეალური პრობლემების მოგვარებაზე დაიხარჯოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები