წულუკიანი პრეზიდენტად, კალაძე პრემიერად - რა გეგმა აქვს ივანიშვილს წინასაარჩევნოდ?

20.11.23 20:16
წულუკიანი პრეზიდენტად, კალაძე პრემიერად - რა გეგმა აქვს ივანიშვილს წინასაარჩევნოდ?

წულუკიანი პრეზიდენტად,კალაძე პრემიერად - რა გეგმა აქვს ივანიშვილს წინასაარჩევნოდ? ოლიგარქის კარზე  დიდი პოლიტიკური გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დღეს მიხეილ სააკაშვილმა გათქვა. მესამე პრეზიდენტი ამტკიცებს,რომ ბიძინა ივანიშვილს წულუკიანი მთავარსარდლის პოსტზე ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება. წულუკიანი  ოლიგარქისთვის დროში ყველაზე გამოცდილი კადრია. ივანიშვილის ნდობა რომ მოეპოვებინა,  წულუკიანმა მისი დიდი ხნის თანამებრძოლ ირაკლი ალასანიასაც კი უღალატა.

სააკაშვილის მტკიცებით, რეპრესიებით გამორჩეულ   წულუკიანზე არჩევანი ოლიგარქმა სწორედ მისი სასტიკი მმართველობის გამო შეაჩერა. იცის, რომ რაც არ უნდა დაავალოს, ყველაფერზე ხელს მოაწერს. თუ პრეზიდენტი წულუკიანი გახდება, იმას შეიწყალებს ვისაც ივანიშვილი მოინდომებს.  კიდევ ერთი პოლიტიკური ინტრიგა მომავალ  პრემიერს უკავშირდება.

შეცვლის თუ არა წინასაარჩევნოდ ღარიბაშვილს კალაძე?-  ოცნების გენერალურ მდივანს დღეს დადასტურებით არ უთქვამს, რომ  არ აქვს სურვილი პრემიერი გახდეს.

ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი? - რუსუდან ჯაბანიშვილი ყველა დეტალით

მსგავსი სიახლეები