სამშენებლო ამნისტია არჩევნების წინ - შეღავათებით ისარგებლებენ "ოცნების" ის ჩინოვნიკებიც, რომლებმაც სახლები უკანონოდ ააშენეს

წინასაარჩევნო ამნისტია - ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლების გულის მოგების კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონების ვალდებულება მოეხსნებათ. მათ, ვინც სახლები შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ააშენეს, აღარ ექნებათ ვალდებულება, რომ ეს პროცესი გაიარონ. რიგითი მოქალაქეების გარდა, ამ შეღავათებით ისარგებლებენ "ოცნების" ის ჩინოვნიკებიც, რომლებმაც სახლები უკანონოდ ააშენეს, მაგრამ სახელმწიფომ ამ უკანონობაზე თავის დროზე თვალი დახუჭა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტში.